დილიდან ჩაკეტილია ხულო-შუახევის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, მიზეზი მეწყერია. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესი განვითარდა შუახევის ცენტრალურ გზაზე სოფელ გორხანაულთან. წვიმის შედეგად მცირე მეწყრული პროცესებია ხულოსა და შუახევის სოფლებშიც თუმცა ამ დროისთვის ყველაზე რთულ ტერიტორიად შუახევი ითვლება. ადგილზე დილიდან მუშაობს ტექნიკა, როგორც შესაბამის უწყებაში გვეუბნებიან გზა სავარაუდოდ 3 საათში გაიხსნება.