მოსკოვში რუსეთის ბირთვული დაცვის ძალების ხელმძღვანელი მოკლეს

17 დეკემბერი 2024, 09:55 247 ნახვა

მოსკოვში ელექტრო სკუტერში დამონტაჟებულმა  ბომბმა იმსხვერპლა  რუსი გენერალი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბირთვული დაცვის ძალებზე - განცხადებას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

რუსეთის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელის  გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის ლიკვიდაცია საცხოვრებელი კორპუსის წინ რიაზანსკის პროსპექტზე მოხდა.

რუსული ტელეგრამ-არხები შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ბრიტანეთმა ოქტომბერში სანქციები დაუწესა კირილოვს და მის ბირთვული დაცვის ძალებს ბრძოლის ველზე ტოქსიკური დახშობის აგენტის ქლორპიკრინის გამოყენების გამო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში