საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვერსია

19 აპრილი 2017, 00:00 1835 ნახვა

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებათა პაკეტის სამუშაო საბოლოო ვერსია დეპუტატებს უკვე დაურიგა.

“ევროპული საქართველო” ხვალ გადაწყვეტს დატოვებს თუ არა კომისიას. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ არცერთი საკითხი რაც მათ დააყენეს, არ არის გათვალისწინებული. მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესი და ქუთაისში პარლამენტის დარჩენის საკითხი.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველოს ექნება გამართული კონსტიტუცია, საპარლამენტო ოპოზიციის ნაბიჯებს კი პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ, საკონსტიტუციო კომისია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დატოვეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი