პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომდევნო წელს მთავრობის ხარჯები 27.9 მილიარდ ლარზე არის დაგეგმილი, რაც ბიუჯეტის წინა პროექტზე 895 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც რიგ სამინისტროებში დაფინანსების ზრდით არის განპირობებული.
ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა - 8.8 მილიარდი ლარი მომდევნო წელსაც ჯანდაცვის სამინისტროზე მიიმართება, ეს თანხა წინა წარდგენის ბიუჯეტთან შედარებით 120 მილიონი ლარით გაიზრდება. ასევე 200 მილიონი ლარით გაიზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება, რაც 3.08 მილიარდ ლარს მიაღწევს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი კი მომდევნო წელს 75 მილიონი ლარით, 3.1 მილიარდამდე მცირდება. თავდაცვის სამინისტროს ხარჯების ზრდა წინა წარდგენის ბიუჯეტთან მიმართებით 130 მილიონი ლარით მოიმატებს.