საპროტესტო აქცია ბათუმში

10 დეკემბერი 2024, 10:54 272 ნახვა

ბათუმში საპროტესტო აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა. მომიტინგეებმა აქციაზე სიმბოლურად ნაძვის ხე დადგეს, რომელზეც პროტესტის დროს დაშავებულთა ფოტოები ჩამოკიდეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა ხელოვნების უნივერსიტეტთან მარში მოაწყვეს, სადაც პოლიციამ უნივერსიტეტის დეკანი და ოთხი სტუდენტი დააკავა.

მომიტინგეები იზოლატორთანაც მივიდნენ და დაკავებულებს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადეს.

აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან სამართალდამცავები და სპეცრაზმი იყო მობილიზებული. მომიტინგეები, ისევე როგორც თბილისში, ბათუმშიც მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში