სპეცრაზმმა აქცია სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა

07 დეკემბერი 2024, 14:41 178 ნახვა

საპროტესტო აქციის მეათე ღამე დედაქალაქში - მომიტინგეები დილის ხუთ საათამდე თბილისის ქუცებში მსვლელობას მართავდნენ.

დაძაბულობის პირველი კერა მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის პირველად თავისუფლების მეტროში განვითარდა, პროტესტი მოქალაქეების ჩხრეკას მოყვა, ადგილზე დააკავეს ორი პირი.

შემდეგ კი მოვლენათა მთავარ ეპიცენტრად ჭიჭინაძის ქუჩა იქცა, სადაც ასევე რამდენიმე მოქალაქე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. ამის შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე გამოჩნდა სპეც დანიშნულების რაზმი და სპეც ტექნიკა.

დემონსტრანტები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთს. საპოლიციო ძალებმა კი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზის კაფსულები და წიწაკის სპრეი. დაკავებები მას შემდეგაც გაგრძელა, რაც აქციის მონაწილეებმა სპეციალური საშუალებების გამოყენებით რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაწმინდეს და აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედნის მიმართულებით გაემართნენ.

სპეციალური დანიშნულების რაზმი მათ დახვდა რესპუბლიკის მოედანზეც. ამ ლოკაციაზეც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებები გაგრძელდა მსვლელობის დროსაც.

გასული ღამის აქციაზე არიან დაშავებულებიც, რომლებსაც ადგილზე გაეწიათ დახმარება. ერთი ადამიანი კი კლინიკაში მკურნალობს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში