წაბლანის ტრაგედიინ 28 წელი გავიდა. 1989 წლის 19 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში სოლგომანის მთა ჩამოიშალა.
მეწყერმა ჩანჩუხევის უბანში მცხოვრები 7 ოჯახი იმსხვერპლა. სტიქიიის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათგან ყველაზე უმცროსი სამი წლის იყო. სამი დაღუპული დღემდე დაკარგულად ითვლება.
თარიღს, დღეს, წაბლანაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ. ხულოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც ელოდებიან.