სტუდენტური პროტესტის ტალღა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიურდება. სხვადასხვა სასწავლებელში გაფიცვების დაწყების შემდეგ, საპროტესტო აქცია გამართეს პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებმა.
"წინ ევროპისკენ ჩვენ ვირჩევთ ევროპულ გზას" - ამ ტრანსფარეტებით, კოლეჯი "ბლექსის" სტუდენტები სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ პროევროპული გამოსვლების მონაწილეებს, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროკავშირებთან მოლაპარაკებები უკვე ხუთი დღეა ხალხმრავალი აქციებით აპროტესტებენ.
სტუდენტების მხარდამჭერ აქციას პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც შეუერთნენ.