“ყველაზე მეტი ანტიდასავლური გზავნილი კვლავ იდენტობასთან, ადამიანის უფლებებთან და ღირებულებებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა”, - მედიის განვითარების ფონდმა „ანტიდასავლური პროპაგანდის“ შესახებ ერთწლიანი მედიამონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა.
ორგანიზაცია გასულ წელს რამდენიმე მედიასაშუალებას აკვირდებოდა. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნატოს წინააღმდეგ მიმართული გზავნილები გაზრდილია. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც რუსეთი დასავლეთის საპირწონედ იყო წარმოდგენილი.
ორგანიზაციამ ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებელი პოლიტიკოსები, ორგანიზაციები, საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირებიც დაასახელა.