ბსუ-ს ლექტორების ნაწილის პროტესტი

29 ნოემბერი 2024, 18:03 2898 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მათი თქმით, გუშინ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გამოცხადდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, რაც არის საქართველოს ყველა პერსპექტივის და საერთოდ სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობა.
მათივე განცხადებით, ქალაქ თბილისში, საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ პროტესტს მთავრობა სასტიკად გაუსწორდა.
ასეთ ვითარებაში კი შეუძლებელია ჩვეულ რეჟიმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. განცხადების ავტორები მოუწოდებენ ყველა პროფესორ-მასწავლებელს შეუერთდნენ განცხადებას და გამოხატონ პროტესტი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში