თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განიხილავენ. სხდომას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი დაესწრება. ისაუბრებენ თამბაქოს მომხმარებელთა პრევენციის ევროპულ გამოცდილებაზეც. სამთავრობო გუნდს საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.