კონტაქტურ კარატეში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო 9 მებრძოლით წარსდგება

26 ნოემბერი 2024, 10:55 214 ნახვა

კონტაქტურ კარატეში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ სამი  ლიცენზია მოიპოვა. ბელგიაში გამართული  ევროპის თასი  2025  წლის  პლანეტის პირველობის ბოლო სალიცენზიო ტურნირი იყო.  

საქართველოს ნაკრები ტურნირზე ოთხი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ამათგან სამმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვება მოახერხა. პირველ ადგილზე ქალთა შორის ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი თეონა გაზდელიანი გავიდა, დათა ფუტკარაძემ და ლაშა შანთაძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებს მანამდე უკვე ჰქონდა ხუთი ლიცენზია, რომლებიც ვალენსიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვეს.  

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში