ლელობურთი ერთი წლით ზედა შუხუთში დარჩება. გამარჯვება და 16-კილოგრამიანი ხელნაკეთი ბურთი, რომელიც ტყავის, სველი ქვიშითა და ნახერხით გააკეთეს, სწორედ ზედა შუხუთელებმა მოიპოვეს.
საუკონოვანი ტრადიცია დღეს ლანჩხუთში, აღდგომასთან დაკავშირებით, კვლავ გაიმართა. გასული წლებისგან განსხვავებით, დაპირისპირება დაახლოებით 25 წუთში დასრულდა. ამჯერადაც გამარჯვების მოპოვების მსურველები თავს არ ზოგავდნენ.