რამაზ სურმანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

18 ნოემბერი 2024, 14:33 1397 ნახვა

ბათუმში რამაზ სურმანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა, ცერემონიაზე შეკრებილმა მეგობრებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მის დამსახურებებსა და მიღწევებზე ისაუბრეს. რამაზ სურმანიძე იყო ექიმი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ასევე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე იგი ბერად აღიკვეცა.

ის იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, იყო აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ბათუმის საკრებულოს წევრი. რამაზ სურმანიძე არა ერთი ისტორიული, პუბლიცისტური და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მას ეკუთვნის წიგნი „1937 წლების ტრაგედია ბათუმში“, რომელშიც 640 რეპრესირებული ადამიანის შესახებ ცნობები და ფოტო მასალა აქვს მოძიებული.

რამაზ სურმანიძე იყო ღირსების ორდენოსანი, მინიჭებული აქვს ტბელ აბუსერიძის, ილია ჭავჭავაძისა და ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიები. არის „საპატიო ბათუმელი“ და „საპატიო შუახეველი“.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში