ველომარათონი მოყვარულთა შორის. შეჯიბრებაში 20-მდე ველომრბოლელი მონაწილეობდა . ორგანიზატორები მონაწილეთა გაცილებით დიდ რაოდენობას ელოდნენ, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო ბევრი მათგანი სტარტზე არ გამოცხადდა. საბოლოოდ ტურნირი მაინც გაიმართა. გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრება აჭარის ველოსპორტის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში გაიმართა.