„ვაჟა თურმანიძის კიკბოქსინგის აკადემიის“ სამი მებრძოლი მსოფლიო ჩემპიონი გახდა  

15 ნოემბერი 2024, 09:59 432 ნახვა

მილანმა იუნიორთა შორის კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც 30 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა მებრძოლებმა.

„ვაჟა თურმანიძის კიკბოქსინგის აკადემია“ მსოფლიო პირველობაზე ხუთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ამათგან სამმა საჩემპიონო ქამრები მოიპოვა, ორი კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. K-1 ვერსიით გამართულ ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონის ქამრები მოიპოვეს ლიზი ჯაიანმა, საბა წითელაძემ და ფრიდონ ჩხარტიშვილმა.

ნიკა მგელაძე და ილია ბოკუჩავა ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი მებრძოლებისთვის სადებიუტო იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი