“თოფუზი“ - ანიმაციური ფილმების მე-16 საერთაშორისო ფესტივალი 

12 ნოემბერი 2024, 14:04 362 ნახვა
00:00
00:00

ანიმაციური ფილმების მე-16 საერთაშორისო ფესტივალი “თოფუზი“ ბათუმში  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,  ვი-არ პროგრამით დაიწყო. ფესტივალზე 40-მდე ქვეყნიდან  110   ანიმაციაა წარმოდგენილი.

პროგრამა  ტრადიციულად მრავალფეროვანია  და 12 კატეგორიას მოიცავს, მათ შორისაა  მოზარდთა, ექსპერიმენტული, სადებიუტო და ბავშვების მიერ გადაღებული ფილმები, რომელთაც საერთაშორისო და ბავშვებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. პარალელურად დაგეგმილია მასტერკლასები.

ანიმაციების ჩვენებები თოფუზის ფარგლებში  ქედასა და ხულოშიც მიმდინარეობს,  ფესტივალი 16 ნოემბრამდე გაგრძელდება დასწრება კი უფასოა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში