არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ უკრაინას დაეხმარება - უცხოური მედია

09 ნოემბერი 2024, 10:46 227 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 6 ნოემბერს, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ინფორმაციას ამის შესახებ, გამოცემა „აქსიოსი“ ავრცელებს.

როგორც უცხოური მედია წერს, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინას დაეხმარება, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის და ზელენსკის საუბარს, რომელიც 25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკიც შეუერთდა. მასკი ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინას „სტარლინკის“ სატელიტებით დაეხმარება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში