სამი ქვეყნის საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის პირველი პირების განცხადებით თუ "ქართული ოცნება" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონებს არ გააუქმებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერენ.
ამის საპასუხოდ კი მმართველი გუნდში ამბობენ, რომ ამ კანონების მიღება აუცილებელია და თუ ვინმე საწინააღმდეგოს დაამტკიცებს, მსჯელობისთვის მზად არიან. საკითხთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც.