ბათუმის 79-ე საარცევნო ოლქში შემაჯამებელ ოქმს ხელი მოეწერა

07 ნოემბერი 2024, 21:09 357 ნახვა

ბათუმის 79-ე ოლქში საარჩევნო პროცედურები დასრულდა. ხელი მოეწერა შემაჯამებელ ოქმს. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჟდომარე ზვიად სურმანიძე აცხადებს, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში დაფიქსირებული შედეგები არ შეცვლილა. საარჩევნო უბნებში, ოლქსა და სასამართლოებში წარდგენილი იყო არაერთი საჩივარი, თუმცა ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. საოლქო კომისიის ოქმზე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დააფიქსირა განსხვავებული აზრი. მასში აღნიშნულია, რომ ბათუმის ოლქში არჩევნები გაყალბდა, რასაც არ ეთამნხმება ოლქის თავმჯდომარე.

„განსხვავებული აზრი დაფიქსირდა ზოგიერთი კომისიის წევრის მხრიდან, თუმცა იგი არ შეიცავს რეალურ ფაქტებს და არის წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადება. ჩვენ რამდენიმე უბანი გადავთვალეთ. განხილული იქნა ყველა საჩივარი, როგორც უბნებში. ისე ოლქსა და სასამართლოებში, თუმცა ამ განხილვებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“, - განაცხადა ზვიად სურმანიძემ.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 89 უბანი იყო რეგისტრირებული და ყველა უბანზე ელექტრონულად მიმდინარეიბდა კენჭისყრის პროცესი. 154 ათასი ამომრჩევლიდან არჩევნებში 94 ათასმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში