ბათუმელი კარატისტები სამშობლოში 9 მედლით დაბრუნდნენ

07 ნოემბერი 2024, 10:05 317 ნახვა

ავსტრიის ღია საერთაშორისო ტურნირზე კონტაქტურ კარატეში აჭარის უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ნაკრებმა სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ გიორგი თვალავაძე, ზურა მელაძე და სერგეი კარაპეტიანი. დათუნა ჯინჭარაძე, გიორგი პატარაია და ანამარია მსხალაძე მეორე ადგილზე გავიდნენ.

ლუკა შაინიძემ, მარია გასპარიანმა და ქეთი მამალაძე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ჩვენი გუნდი უკვე დაბრუნდა ბათუმში, ვარჯიშებს აგრძელებს და მომავალი ტურნირებისთვის ემზადება.

ორთაბრძოლების ვიდეომასალა ავსტრიაში გამართული ღია საერთაშორისო ტურნირიდან აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციამ მოგვაწოდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში