ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტური დაიწყო 

06 ნოემბერი 2024, 09:04 255 ნახვა

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ სტუმრად  „დორტმუნდთან“ 0:1 დამარცხდა.  

წააგო გურამ კაშიას „სლოვანმაც“, რომელმაც საკუთარ  მოედანზე ზაგრების „დინამოსთან“ შეხვედრა 1:4 დათმო. წააგო საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალმა“, რომელიც „მილანმა“ 3:1 დაამარცხა.

მოულოდნელი იყო „მანჩესტერ სიტის“ დამარცხება „სპორტინგთან 1:4.  

სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „ბოლონია“-„მონაკო“ 0:1; „ლივერპული“-„ლევერკუზენი“ 4:0; „ლილი“-„იუვენტუსი“ 1:1; „სელტიკი“-„ლაიფციგი“ 3:1; „პსვ“-„ხირონა“ 4:0.

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ცხრა შეხვედრა გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში