ამ დროის მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ლიდერობს

06 ნოემბერი 2024, 10:04 251 ნახვა

ვინ  გახდება შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდნტი? პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპისთვის მიცემული ხმების დათვლა გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს. ტრამპს საარჩევნო კოლეგიაში ამ დროისთვის 230 ხმა აქვს, ხოლო დემოკრატიული პარტიის კანდიდატ კამალა ჰარისს 165.

ხმები დასათვლელია რამდენიმე შტატში, მათ შორის შვიდ ე.წ. მერყევ შტატში, რომელიც სავარაუდოდ, არჩევნების ბედს გადაწყვეტს. შვიდი მერყევი შტატიდან ექვსში დონალდ ტრამპი ლიდერობს. კამალა ჰარისს ამავე მონაცემებით მერყევი შტატებიდან უპირატესობა მხოლოდ მიჩიგანში აქვს. კანდიდატმა გამარჯვების მოსაპოვებლად საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმა უნდა მოიპოვოს. ვარაუდობენ, რომ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში