NBA-ს მორიგ ტურში ბითაძის და მამუკელაშვილის გუნდები დამარცხდნენ

05 ნოემბერი 2024, 08:01 190 ნახვა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის გუნდი „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ოკლაჰომა სიტი სანდერსთან“ 86:102 დამარცხდა. ბითაძისთვის სტატისტიკურად ეს მატჩი მიმდინარე სეზონში საუკეთესო იყო. ქართველმა მოედანზე არასრული 27 წუთი გაატარა, რა დროშიც თავის გუნდს 11 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.

„ორლანდოს“ 8 მატჩის შემდეგ 3 მოგება და 5 წაგება აქვთ, მორიგ შეხვედრას კი 7 ნოემბერს „ინდიანა პეისერსთან“ ჩაატარებენ.

თავისი შეხვედრა ასევე სტუმრად წააგო სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“. ტეხასელებიკლიპერსთან“ 104:113 დამარცხდნენ. სანდრომ არასრულ 5 წუთში მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში