ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

04 ნოემბერი 2024, 19:03 688 ნახვა

ბათუმში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ვახტანგ გორგასლის 128-ში მოხდა.  

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები არიან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში