ბაიდენის პოლიტიკამ რუსეთი და ჩინეთი გააერთიანა, რაც ძალიან სახიფათოა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არიზონას შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მოქმედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, მას შეუძლია რუსეთის და ჩინეთის კვლავ განცალკევება. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ კარგავს დოლარის სტანდარტს, რაც ომის წაგების მსგავსია.