ქობულეთში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი დროულად ჩააქრეს

01 ნოემბერი 2024, 21:30 564 ნახვა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის 162გ-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე ცეცხლი გაჩნდა, რომელიც ეგრეთწოდებულ შახტიორის უბანში მდებარეობს. ცეცხლი ცხასართულიანი საცხოვრობებელი კორპუსის მანსარდზე გაჩნდა, სადაც ბინის მფლობელს გასათბობი შეშა ჰქონდა დასაწყობებული და ბუხრის საკვამლური მილიც იყო გაყვანილი.  როგორც ამბობენ, დაკვამლიანება ბინაში არსებულმა ბუხარმა წარმოშვა. ამდროისთვის ხანძარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ლიკვიდირებულია, თუმცა განადგურდა საცხოვრებელი ბინის გარკვეული ნაწილი.

როგორც კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ ცეცხლის ქრობის დროს, სახანძრო-სამაშველო სამსახურების მიერ წყლის ჭავლის გამოყენებას მოჰყვა  ბინებში წყლის ჩადინება. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ცეცხლი ლიკვიდირებულია და არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა.

ქობულეთის მერიის განცხადებით, ისინი შეისწავლიან ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის საკითხს, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაზე გადაიგზავნება. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი