საჩივრების განხილვა საარჩევნო კომისიებში

31 ოქტომბერი 2024, 16:08 330 ნახვა

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის ვადები იწურება. ოლქებში სხდომები დღესაც გაიმართება. ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა 18 საათზეა  ჩანიშნული. ოლქი 17 საჩივარს განიხილავს. აქედან ორი წარადგინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ძლიერი საქართველოს წარმომადგენლებმა. დანარჩენი კი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა.  საჩივრები, ძირითადად საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების მონაცემებსა და პროცედურულ დარღვევებს ეხება.  ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს 11 საჩივარს განიხილავს. არასამთვარობოებისა და პოლიტიკური სუბიექტების საჩივრებზე კომისიაში 18 საათიდან იმსჯელბენ. იმ შემთხევვბაში თუ გადაწყვეტილება საჩივრის ავტორებისთვის მიუღებელი იქნება, მათ სასამართლოში გასაჩივრებისთვის 2 დღიანი ვადა აქვთ. საჩივრები განიხილეს უკვე ხულოს 84-ე ოლქში. ისინი ძირიტადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, რომლის ნაწილი დაკმაყოფილდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში