მოჭიდავეების ორი ბრინჯაოს მსოფლიო ჩემპიონატზე  

30 ოქტომბერი 2024, 09:51 305 ნახვა

ტირანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში არაოლიმპიურ წონებში საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოთარ აბულაძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ჩინეი ჟი ლენგი 9:5 დაამარცხა, გელა ბოლქვაძემ კი ასევე ბრინჯაო ფინალში იაპონელ ტაიზო იოშიდას 10:2 მოუგო.

აბულაძისთვისაც და ბოქლვაძისთვისაც ეს უფროსების ასაკში სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში