ცესკო მთვლელი აპარატების ამონაწერებით მანიპულაციაზე განცხადებას ავრცელებს. პრესსპიკერის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში კვლავ ვირუსულად ვრცელდება ვიდეოები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი აღქმები.
ცესკოს მიმართავს დაინტერესებულ პირებს, მთვლელი აპარატებიდან მიღებულ ამონაწერებთან თუ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ინფორმაციას გადამოწმების გარეშე ნუ გაავრცელებენ, კითხვების შემთხვევაში მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ კვალიფიციური და კანონისმიერი განმარტებები.
ცესკოში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევა 2 ათას 263 ტექნოლოგიური საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 7 შემთხვევაშია. სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ 2 ან 3 მთვლელი აპარატის ნაცვლად, განხორციელდა ერთით ნაკლები მთვლელი აპარატის ინფორმაციის კონსოლიდაცია და გაიგზავნა ცესკოს სერვერზე, რაც დაუყოვნებლივ აიტვირთა.
საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკითხის იდენტიფიცირებისთანავე, შესაბამისმა კომისიებმა განახორციელეს მთვლელი აპარატის კონსოლიდაცია და პროცედურების დაცვით ამონაწერის გადმოგზავნა ცესკოში.