ორი დღე იფიქრეს, თენგოს სთხოვეს, იქნებ გვითხრა, როგორ გაყალბდაო, თენგომ ვერ უთხრა, გამოვიდნენ სცენაზე და ხალხს მოუწოდებდნენ, რამე ინფორმაცია მოგვაწოდეთო - შალვა პაპუაშვილი

29 ოქტომბერი 2024, 17:37 276 ნახვა

გუშინ სცენიდან მოვისმინე განწირული მოწოდება, „მოგვაწოდეთ მტკიცებულებები, მოგვაწოდეთ მტკიცებულებები“, სირცხვილი არ არის?, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართული აქციის თაობაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიციამ საზოგადოება აქციაზე იმ მიზეზით მიიყვანა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მაგრამ იმდენად არაფერი ჰქონდათ სათქმელი, რომ აწყობილი სცენა დაშალეს და დაიძინეს“.

„გუშინ სცენიდან მოვისმინე განწირული მოწოდება, „მოგვაწოდეთ მტკიცებულებები, მოგვაწოდეთ მტკიცებულებები“, სირცხვილი არ არის? ხალხი მიიყვანეს, გაყალბდა არჩევნებიო. ჯერ ერთი, არჩევნების დღეს რომ თქვეს, გაყალბდა არჩევნებიო, ისე აღშფოთდნენ, ორის ნახევარზე დაიძინეს, გათიშეს ეთერები. თან ამერიკიდან ელოდებიან ანგარიშებს, მაგრამ დათვლას აღარ ელოდებიან, მოდით, დავისვენოთო.

მეორე დღეს ხომ სხვა ქალაქში უნდა გაგვეღვიძათ, არა? ხომ შემოვიდა რომელიღაც არმია საქართველოში? ასე მშვიდად დაიძინეს ამ გაყალბებულ არჩევნებზე. აწყობილი სცენა დაშალეს. სად იყო აღშფოთებული თავისი ამომრჩეველი, რატომ არ მოვიდნენ იმ დღეს და რატომ არ დაუძახეს? მერე ორი დღე იფიქრეს, თენგოს სთხოვეს, იქნებ გვითხრა, როგორ გაყალბდაო, თენგომ ვერ უთხრა, გამოვიდნენ სცენაზე და ხალხს მოუწოდებდნენ, რამე ინფორმაცია მოგვაწოდეთ გაყალბებასთან დაკავშირებითო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი