უმაღლესი საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ყველა საარჩევნო ოლქისა და უბნის შედეგების მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატები ასე გადანაწილდა.
“ქართული ოცნება“ - 13 მანდატი;
“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ - 4 მანდატი;
“გახარია საქართველოსთვის“ – 2 მანდატი;
“ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 1 მანდატი;
"კოალიცია ცვლილებისთვის" გვარამია მელია გირჩი ,,დროა'' - 1 მანდატი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატის ასარჩევად 5%-იანი ბარიერი არჩევნებში მონაწილე 11-დან ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.