2024 წლის „ოქროს ბურთი“ როდრიმ მოიგო

29 ოქტომბერი 2024, 10:10 363 ნახვა
 

პარიზში გაიმართა 2024 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია, რომელსაც „შატლეს“ თეატრმა უმასპინძლა.

მთავარი ჯილდო – „ოქროს ბურთი“ მამაკაცებს შორის მოიგო „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა როდრიმ, რომელმაც „რეალის“ სამ ფეხბურთელს – ვინისიუსს, ჯუდ ბელინგემს და დანი კარვახალს აჯობა.

საუკეთესო მეკარე „ასტონ ვილასა“ და არგენტინის ნაკრების გოლკიპერი ემილიანო მარტინესი გახდა, რომელიც პირველია ისტორიაში, ვინც ლევ იაშინის სახელობის ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიგო.

საუკეთესო მეკარეებს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა გიორგი მამარდაშვილი. ის პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ლევ იაშინის სახელობის ჯილდოზე იყო წარდგენილი.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ლამინ იამალი გახდა „ბარსელონადან“. საუკეთესო გუნდი - მადრიდის „რეალი“, საუკეთესო მწვრთნელი კი კარლო ანჩელოტი.

„ბარსელონა“, რომელმაც სეზონში ოთხი ტიტული მოიგო, საუკეთესო ქალთა გუნდად აღიარეს, ხოლო მისი ნახევარმცველი აიტანა ბონმატი ზედიზედ მეორედ გახდა ქალთა „ოქროს ბურთის“ მფლობელი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი