საქართველოში დღეს ვიქტორ ორბანს ელოდებიან. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის. დახვედრის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში შედგება.
უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. ხვალ გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.