საარჩევნო უბნები აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემამ გამოცდა კარგად ჩააბარა - საერთაშორისო დამკვირვებელი

27 ოქტომბერი 2024, 16:38 243 ნახვა

საარჩევნო უბნები, სადაც მე ვიყავი, აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, ელექტრონული ხმის მიცემის სისტემამ კარგად ჩააბარა გამოცდა, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ლორენც ნაჩამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამომრჩევლები ენდობოდნენ სისტემას.

„მადლობას ვუხდი ყველა მხარეს, ადმინისტრაციული საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, რომელთაც მოგვაწოდეს ყველა აუცილებელი ინფორმაცია და დახმარება გაუწიეს ჩვენს სადამკვირვებლო მისიას. მე ვეთანხმები ოდირის წინასწარ შეფასებას, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი კმაყოფილი არიან გარემოებებითა და პირობებით, კონსტრუქციული ქცევის გამოცდილებით, რომელიც ყველა პარტიისა და მხარის მხრიდან იქნა წარმოჩენილი. არჩევნების დღე დემოკრატიის ზეიმია. მოხარული ვარ მაღალი აქტივობით, ქართველ ხალხს სურდა მონაწილეობის მიღება, რაც კარგი ნიშანია. მონაწილეობის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს მაღალ ლეგიტიმურობას როგორც მომავალი მთავრობისთვის, ასევე საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრებისთვის.

 

გუშინ რამდენიმე საარჩევნო უბანს ვეწვიე თბილისში, ქუთაისსა და ქუთაისის შემოგარენში. უნგრეთის დელეგაციიდან ჩემი კოლეგები სხვა რამდენიმე ქალაქში იყვნენ, კერძოდ, ზუგდიდში, ფოთში და სხვ. საარჩევნო უბნებზე ვიზიტისას ვესაუბრე საარჩევნო კომისიის წევრებს, დელეგატებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ამომრჩევლებსაც კი. მათ დამარწმუნეს, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა მშვიდად და დაუბრკოლებლად.

 

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ყველა ძალიან გვეხმარებოდა. დავინახე კეთილი ნება და პროფესიონლიზმი. კომისიის წევრები და დელეგატები კარგად იყვნენ მომზდებული, გათვითცნობიერებული იყვნენ საარჩევნო პროცესის დეტალებთან დაკავშირებით. ყველა პირობა იყო უზრუნველყოფილი საარჩევნო პროცესისთვის. მე ასევე ვესაუბრე ამომრჩევლებს, ისინი კარგად იყვნენ ინფორმირებული ახალი საარჩევნო სისტემისა და ხმების დამთვლელი ელექტრონული აპარატების შესახებ. ყველაფერი იყო ორჯერ გადამოწმებული. ჩვენი დაკვირვების დროს არ ყოფილა ინციდენტები. ჩემი დაკვირვებით, ამომრჩევლები ენდობოდნენ სისტემას.

 

მინდა, გამოვეხმაურო მედიის მიერ გაშუქებულ ინციდენტებს. ჩემი ვიზიტების დროს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ცხადია, ყველა ინციდენტი უნდა იქნეს გამოძიებული, მაგრამ არ ყოფილა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულება, რომ ამას არჩევნების შედეგებზე არსებითი გავლენა მოეხდინა. ის საარჩევნო უბნები, სადაც ვიყავი, აკმაყოფილებდა დემოკრატიულ სტანდარტებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ელექტრონული ხმის მიცემის სისტემამ კარგად ჩააბარა გამოცდა“, – განაცხადა ლორენც ნაჩამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში