აქ არ ვართ იმის სათქმელად მოიპარეს თუ არა არჩევნები, აქ ვართ, რათა გაგაცნოთ ჩვენი დაკვირვების შედეგები - ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ჟურნალისტს

27 ოქტომბერი 2024, 16:33 247 ნახვა

ჩემი კოლეგები და მე აქ არ ვართ იმის სათქმელად, ეს არჩევნები მოიპარეს თუ არა. ჩვენ აქ ვართ, რათა გაგაცნოთ ჩვენი დაკვირვების შედეგები, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო ლოპეზმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ ვაკვირდებოდით ამ პროცესს და დაკვირვების შედეგები არჩევნებამდეც გამოვაქვეყნეთ. ჩვენ შეგვიძლია, ასევე, გამოვაქვეყნოთ ინფორმაცია არჩევნების შემდგომ პერიოდში, მაგრამ აქ არ ვართ იმისთვის, რომ ვთქვათ, როგორი იყო ეს არჩევნები, რადგან ეს ჩვენს სამუშაო აღწერილობაში არ შედის“, – აღნიშნა ანტონიო ლოპეზმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი