ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს, გავაგრძელებთ ბრძოლას - მამუკა ხაზარაძე

27 ოქტომბერი 2024, 15:53 263 ნახვა

ეს არჩევნები და მისი შედეგები ჩვენთვის არის მიუღებელი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, „ძლიერი საქართველო“ არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს.

„ჩვენ არ ვაღიარებთ გუშინდელი არჩევნების შედეგებს და გავაგრძელებთ თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას. ჩვენ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად, სიმართლის მხარეს. გუშინდელი არჩევნები არის მიუღებელი, ეს იყო მოპარული არჩევნები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსული „ფეესბეს“ და „კაგებეს“ დახმარებით ჩაატარა საქართველოში. მინდა, ყველას ვუთხრა, არავინ გაიტეხოს გული, არაფერი დამთავრებული არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი