მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეუთო-ს კოორდინატორი, მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას მისიის განმავლობაში თანამშრომლობისთვის.
„გულთბილი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომლებიც ასე გულთბილად დაგვხვდნენ ჩვენ და გულთბილად მიგვიღეს კენჭისყრის დღეს“, – განაცხადა პასკალ ალიზარდმა.
მისივე თქმით, არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული და „საკმაოდ აქტიურად ხორციელდებოდა ამომრჩევლების განათლება და ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ“.