არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ არსებობდა, საქართველოში საარჩევნო პროცესი ევროკავშირის ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაზე მაღალი დონით წარიმართა - საერთაშორისო დამკვირვებელი

27 ოქტომბერი 2024, 15:28 264 ნახვა

არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ არსებობდა და ყველა პოლიტიკური პარტიის წევრმა ეს კარგად იცის, ვინაიდან კომისიაში თავად მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ, საერთაშორისო დამკვირვებელმა, ნიკოდემ ბერნაჩიაკმა განაცხადა.

„ჩვენ საარჩევნო პროცესში რაიმე მნიშვნელოვანი ჩარევა არ დაგვიფიქსირებია. ჩვენი შეფასებით, საარჩევნო პროცედურა საკმაოდ ინოვაციური და გამჭვირვალე იყო. ინოვაციური ტექნოლოგიების დამსახურებით არჩევნების შედეგები ძალიან მალე გამოცხადდა. პროცედურა სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საარჩევნო უბნის დონეზე საარჩევნო პროცედურა იყო გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

 

ვფიქრობ, ზედმეტად ბევრი ფაქტორია იმისთვის, რომ ვთქვათ, საარჩევნო უბნებზე დემოკრატიული პროცედურა გამჭვირვალე იყო, ვინაიდან ყველა საარჩევნო უბანზე იყო კამერები, ასევე ელექტრონული სისტემა. ასე რომ, არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა არ არსებობდა და ყველა პოლიტიკური პარტიის წევრმა ეს კარგად იცის, ვინაიდან კომისიაში თავად მონაწილეობდნენ. სხვადასხვა პირობის დაკმაყოფილების კუთხით საქართველოში საარჩევნო პროცესი ევროკავშირის ზოგიერთ დემოკრატიულ ქვეყანაზე მაღალი დონით წარიმართა“, - აღნიშნა ბერნაჩიაკმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი