პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, უფრო კონკრეტულად კი სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ პარტია „ახალის“ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრები, მათ ორბელიანის სასახლე ცოტა ხნის წინ დატოვეს. ცნობილია ის, რომ ოპოზიცია ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემებს არ აღიარებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მათი სამოქმედო გეგმა.