„ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატს შეიყვანს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ 18-ს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ 17-ს, „ძლიერი საქართველო“ 14-ს, გახარიას პარტია კი 12 წევრს - ცესკო

27 ოქტომბერი 2024, 14:33 331 ნახვა

ცესკოს მიერ, ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელთაც ჯამში, 61 მანდატი ექნებათ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მანდატები ასე ნაწილდება:

“კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18 მანდატი

 

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 17 მანდატი

 

“ძლიერი საქართველო“ - 14 მანდატი

 

“გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი

ამჟამად, 3 111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3 100.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი