ეს არჩევნები იყო რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ჩვენი ამომრჩეველი ამ გზავნილს გაჰყვა - ირაკლი კობახიძე

27 ოქტომბერი 2024, 13:15 230 ნახვა

ეს არჩევნები რეალურად იყო რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ამ გზავნილს გაჰყვა ჩვენი ამომრჩეველი, რადგან ეს არის ყველაზე ხელშესახები პრობლემა, რომლის წინაშეც იდგა ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი გამოვიდა ასეთი მობილიზაციით, სწორედ, მშვიდობის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, „ქართული ოცნებას“ ჰქონდა წარდგენილი მკაფიო ხედვა სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, რამაც, გარკვეულწილად, განაპირობა ამომრჩეველთა მობილიზება.

„ამომრჩევლის მობილიზაციაზე მთლიანობაში ბევრი ფაქტორი იყო. მთავარი იყო ის ძრითადი გზავნილები, რაც გვქოდა და რაც იყო ძალიან დამაჯერებელი. ეს გზავნილები ეფუძნება რეალობას, რომლის წინაშეც იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ეს არჩვენები რეალურად იყო რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის და ამ გზავნილს გაჰყვა ჩვენი ამომრჩეველი, რადგან ეს არის ყველაზე ხელშესახები პრობლემა, რომლის წინაშეც იდგა ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით 2022 წლიდან მოყოლებული. შესაბამისად, ქართველი ხალხი გამოვიდა ასეთი მობილიზაციით სწორედ მშვიდობის დასაცავად.

 

ტრადიციული ფასეულობები – იცით, რომ არის გარკვეული მძიმე ტენდენციები, რაც არ მოსწონს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ ვპირდებით ქართულ საზოგადოებას ჩვენი საზოგადოების დაცვას გარკვეული არასწორი პროცესებისგან და ეს იყო შემდეგ მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ასევე განაპირობებდა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაციას. წარდგენილი გვქონდა ჩვენი ხედვა, ერთი პარტია იყო „ქართული ოცნება“, რომელსაც რეალურად თავისი მკაფიო ხედვა ჰქონდა წარდგენილი სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. რაც მთავარია, ამ ხედვას ზურგს უმაგრებს წარსული გამოცდილება.

 

ეკონომიკა არის მთავარი ფაქტორი ქვეყნის გაძლიერებისთვის, მათ შორის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებისთვის. ჩვენს პარტიაში, მთავრობაში გვყავს გამორჩეული ეკონომიკური გუნდი, რომელმაც უზრუნველყო და მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განავლობაში 40 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა. ეს აისახა უმუშევრობის, სიღარიბის შემცირებაზე და ასე შემდეგ. ასევე იცით, რა ტემპებით ვითარდება ინფრასტრუქტურა ჩვენს ქვეყანაში. წინა ხელისუფლებამ სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი ააშენა, დააგო, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 40 კილომეტრი მარტო გვირაბი აშენდა. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბზეა საუბარი, რა კომპტენცია, კვალიფიკაცია და კეთლსინდისიერება სჭირდება ამასთან ერთად ამ ყველაფერს“, – აღნიშნა კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში