ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო ოლქში 12-საჩივარი შევიდა, რომელიც ძირითადად პროცედურული ხასიათისაა. არჩევნებში 41 ათას 704-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რაც ელექტორატის 62% -ია. წინასწარი მონაცემებით, ქობულეთში მმართველი პარტია ლიდერობს. საპარლამენტო არჩევნებში 25 ათას 426 ხმა მიიღო ქართულმა ოცნებამ. რაც საერთო ხმების 60,9% შეადგენს.