არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია "ჩემი ხმა"-ის განცხადება

27 ოქტომბერი 2024, 09:22 279 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია "ჩემი ხმა", რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, დღის განმავლობაში აღრიცხული დარღვევებისა და მანამდე წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას", შესაბამისად კოალიცია გააგრძელებს შედეგების ბათილობის მოთხოვნას. ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა.  ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები დღეს მედიისთვის ბრიფინგებს გამარტავენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში