ორგანიზაცია „სირცხვილია“ რამდენიმე წევრმა დატოვა

26 ოქტომბერი 2024, 19:37 484 ნახვა
 
 
 

ორგანიზაცია „სირცხვილია“ რამდენიმე წევრმა დატოვა. ორგანიზაციის წევრებმა განცხადება გააკეთეს და წასვლის მიზეზებზე ისაუბრეს. მათივე განცხადებით, მიიღეს მითითებები, რომ საარჩევნო პროცესისთვის ხელი შეეშალათ.

„მათ სრულიად კარგად ჰქონდათ გეგმა დალაგებული, როგორ ჩაეშალათ არჩევნები. გვეუბნებოდნენ, რომ ხალხი, რომელიც ოპოზიციას დაუჭერდა მხარს, ჩვენ მათთვის ანალოგიურად მხარი უნდა დაგვეჭირა. თუმცა, ხალხი, რომელიც მათ მხარს არ დაუჭერდა, მათზე უამრავი საჩივარი უნდა დაგვეწერა და ასე უნდა გაგრძელებულიყო მთელი დღე. დაგვირეკავდნენ და ანალოგიურად უნდა გაგრძელებულიყო მთელი დღე, ანალოგიურ რაღაცებს გვეტყოდნენ, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა შეგვესრულებინა. თუ მოვიდოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული არ იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში, ვისთვის მიეცათ ხმა, უნდა გვერჩია, რომ მხარი ოპოზიციისთვის დაეჭირათ. მათი სურვილი იყო, არჩევნებს მშვიდად არ ჩაევლო და ეს დღე სრულიად არეულიყო“, - განაცხადა მარიამ მჭედლიძემ.

"სირცხვილიას" ერთ-ერთი ყოფილი წევრი გიორგი პაქსაშვილიც ორგანიზაციის მხრიდან იმავე მოთხოვნებზე საუბრობს.

„მინდოდა ობიექტურად, ხალხის ხმები დამეცვა, მაგრამ სულ სხვა რეალობა დამხვდა. როდესაც მივედი არჩევნებზე, მითითებას მაძლევდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაგვეწერა. მაქსიმალურად ხელი შეგვეშალა არჩევნების პროცესში. ბეიჯი მოვიხსენი, წამოვედი. არ მინდოდა, მათი მანიპულაციისთვის ხელი შემეწყო და დავტოვე საარჩევნო უბანი“, - აღნიშნა გიორგი პაქსაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში