ენმ-ს ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევებზე საუბრობს

26 ოქტომბერი 2024, 18:25 255 ნახვა

საარჩევნო კოდექსის შესაძლო დარღვევებზე საუბრობს ენმ-ს ხულოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ირაკლი ჯორბენაძის ინფორმაციით  ნომერ პირველ უბანზე  დააფიქსირა ყალბი პირადობის მოწმობა, შესაბამისი საჩივარიც დაწერა.

ოპოზიცია ასევე საუბრობს ტექნიკურ გაუმართავობაზე უბნებზე კერძოდ კი ხშირად ფიქსირდება ელექტროენერგიის ჩაქრობის პროცესი, მსგავში შემთხვევა იყო ასევე პირველ უბანზე, მართალია კენჭისყრა არ შეჩერებულა, თუმცა პროცესი სიბნელის გამო შეფერხდა, შეიქმნა რიგები. ხულოს 84 ოლქში განმარტეს რომ უბნები მომარაგებულია გენერატორებით, რაც შეეხება  ყალბ პირადობასთან დაკავშირებულ ინცინდენტის დეტალებს შეისწავლიან, შესაძლოა საქმეში შსს-ც ჩართონ.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტიურბას  2024 წლის არჩევნებზე მიუხედავად უამინდობისა მოქალაქეთა მაღალი სტატისტიკა ფიქსირედება უბნებზე. ხულოში სულ 23 221 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მუშაობს 53 საარჩევნო უბანი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი