ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბნის საოლქო კომისიის წევრზე თავდასხმაში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს პარტია ლელო

26 ოქტომბერი 2024, 16:08 247 ნახვა

ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბნის საოლქო კომისიის წევრზე თავდასხმაში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს პარტია ლელო.  

ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ლევან სამუშიამ შინაგან საქმეთა სამინსტროს მიმართა და ფაქტის ობიექტურად გამოძიება მოითხოვა. 

დღეს დილით დავით ჩხატუას მე-9 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს. მისივე ინფორმაციით რიგ უბნებს ე.წ. ძველი ბიჭები აკონტროლებენ და ის  ზუგდიდის მე-15- ე საარჩევნო უბანთან სავარაუდოდ ამომრჩევლზე ფულის გადაცემას ფაქტებზე საუბრობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში