15:00 საათის მონაცემებით, აჭარაში ამომრჩეველთა აქტივობა 41.89%-ს შეადგენს

26 ოქტომბერი 2024, 16:18 278 ნახვა
 

უმაღლესი საარჩევნო კომისია 15:00 საათის მონაცემებს აქვეყნებს.

უსკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, აჭარაში, ამომრჩეველთა აქტივობა 41.89% შეადგენს.

რეგიონში რეგისტრირებული 317 119 ამომრჩევლიდან, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 132 843 გამოცხადდა.

უმაღლესი საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში.

"უმაღლესი საარჩევნო კომისია წარმოგიდენთ ინფორმაციას აჭარის რეგიონის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 26 ოქტომბრის 15:00 საათის მდგომარეობით:

 

N79 ბათუმის ოლქი - გამოცხადებულია 61787 ამომრჩეველი (40,03%);

N80 ქედის ოლქი - გამოცხადებულია 7570 ამომრჩეველი (48.58%);

N81 ქობულეთის ოლქი - გამოცხადებულია 28092 ამომრჩეველი (42.4%);

N82 შუახევის ოლქი - გამოცხადებულია 6408 ამომრჩეველი (44.33%);

N82 ხელვაჩაურის ოლქი - გამოცხადებულია 19 647 ამომრჩეველი (45.4%);

N82 ხულოს ოლქი - გამოცხადებულია 9292 ამომრჩეველი (40.02%);

 

სულ აჭარა: 132 843 ამომრჩეველი- 41.89%.

 

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში", - აღნიშნულია უსკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში