თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, პირობას ვაძლევ, რომელი პარტიის თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად - მამუკა მდინარაძე

26 ოქტომბერი 2024, 13:27 275 ნახვა
 

თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, პირობას ვაძლევ, რომელი პარტიის თუ „ენჯეოს“ წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სქემაში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სავარაუდოდ, მარნეულშია გადაღებული და რომელშიც საარჩევნო ურნაში ბიულეტენების ჩაყრაა ასახული.

მდინარაძემ მოუწოდა ყველას, მსგავს სპექტაკლებში არ მიიღონ მონაწილეობა.

"როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ მე მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩავატარე. ერთ-ერთი პუნქტი, რაც მე მაშინ მოვუყევი წინასწარ საზოგადოებას, იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მოდიოდა „ნაცმოძრაობიდან“ , რომ ისინი აპირებდნენ ადამიანების მოსყიდვას საიმისოდ, რომ შემდეგ მომხდარიყო ვიდეო კადრების გავრცელება, ანუ, სქემა იყო ასეთი, რომ უნდა მოესყიდათ, უნდა მოეძებნათ ვინმე „ქართული ოცნების“ რიგებში, ვისაც გადაუხდიდნენ ფულს, და თქვენ შეგიძლიათ ეს კადრები ამოიღოთ, რომელიც შემდეგ სხვას დაარწმუნებდა, ან თვითონ გააკეთებდა ამას, რომ ჩაყრიდა ან შეაცურებდა ბიულეტენებს, საარჩევნო ურნაში ან ელექტრონულ აპარატში და ამას შემდეგ გადაიღებდა ვინმე კვლავ „ნაცმოძრაობიდან“ და ეს ვიდეო კადრები გავრცელდებოდა და იქნებოდა ბუნებრივია ასეთი პროვოკაცია დადგმული.

 

ერთი-ერთში, როგორც იმ დღეს ვილაპარაკე, ერთი-ერთში დადასტურდა, თუ ის კადრები ნამდვილია, რაც ვრცელდება მარნეულიდან, ჩვენ ამის მოკვლევას კიდევ ვატარებთ, დავასწრებთ მოვლენებს, თუ ეს კადრები ნამდვილია, პირობას ვაძლევ, რომელი პარტიის ან რომელი, არ ვიცი, ენჯეო სექტორი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ეს ჩვენი იქნება თუ სხვისი არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, დაისჯება უმკაცრესად ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სქემაში მიიღებს მონაწილეობას. წარმოუდგენელია, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ კამერების წინ დადგეს ადამიანი, ნახევარ თუ ერთ მეტრში კამერა უღებდეს და ასე ყრიდეს იმ უბანზე, სადაც არ არის ელექტრონული არჩევნები და ასეთი რამდენიმე ათეული უბანია ქვეყანაში მხოლოდ, წარმოუდგენელია, რომ კამერის წინ ასე ყრიდეს და იცოდეს, ხედავდეს, შეუძლებელია, რომ ვერ ხედავდეს, ეს ერთი. ანუ, ეს არის სპეციალურად გაკეთებული და სამწუხაროდ, თუ ეს კადრები ნამდვილია და ახალია, იქ მონაწილეობას იღებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი საარჩევნო უბანზე და იმის გამო, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, მე პირადად დარწმუნებული ვარ ამაში, ის იღებს მონაწილეობას ქვეყნის არევის გეგმაში, რომ ეს კადრები გავრცელდეს და შემდეგ ლეგიტიმაციის პრობლემები იყოს.

 

ვერავინ ვერ შეუქმნის ასეთი დადგმული სპექტაკლებით, რომელშიც სამწუხაროდ, იღებს ადამიანი მონაწილეობას, რომელმაც ჩაიდინა პირდაპირ მავნებლობა საქართველოს სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური წყობის და უსაფრთხოების წინააღმდეგ, შესაბამისად პირობას ვაძლევთ ყველას და დარწმუნებული ვარ ეს იქნება დამოკიდებულება სამართალდამცველების და სამართალდამცავი ორგანოების, დაისჯება უმკაცრესად ყველა, ეს ის ადამიანი იქნება თუ ყველა სხვა, ვინც კიდევ მომავალში დღის განმავლობაში ამას მოიფიქრებს იმიტომ, რომ ეს არის საბოტაჟი პირდაპირი გაგებით. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისაც კიდევ შეიძლება ჰქონდეს განზრახული ასეთ სპექტაკლებში, ასეთ სიბინძურეში, მდაბიო ფეიქების დადგმაში, მოვუწოდებ და მიაწვდინეთ ყველას ხმა, ვინც არ არის ტელევიზორთან, ვინც არ არის სოციალურ ქსელთან გაავრცელეთ მაქსიმალურად, ყველას ვთხოვ, ეს ინფორმაცია, მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, რომ მიაწვდინონ ყველას ხმა, რომ თუ მსგავს დანაშაულში ხაზგასმით ვამბობ - დანაშაულში მიიღებენ მონაწილეობას, მათი დამცველი არ იქნება არავინ და მით უმეტეს არც ჩვენ, ისინი დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით!" - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი