„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა რჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.
„ხმა, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მივეცი. არჩევანი ჩვენი ხალხისთვის ძალიან მარტივი გასაკეთებელია. ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, თითოეული მოქალაქის ხმა განსაზღვრავს, როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა - იქნება მშვიდობა თუ ომი - პირდაპირ ასე უნდა ითქვას. რა თქმა უნდა, მე ვარ დარწმუნებული, ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას. ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას და მშვიდობიან ევროპულ მომავალს“,- განაცხადა რარიბაშვილმა.